logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ
- +

2 აპრილი. 2023. 00:18

10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

„10 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს, სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ. 2013 წლამდე,საყოველთაო პროგრამის მსგავს პროგრამაზე დაახლოებით, 70 მილიონი იყო გამოყოფილი. დღეს ეს რიცხვი ათჯერ და თხუთმეტჯერ არის გაზრდილი. ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის ბოლოს მოვიდა, ადამიანზეა ორიენტირებული და პირველი პრიორიტეტიც ისაა, რომ ჯანდაცვა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. მანამდე კი, ადამიანებს სამედიცინო სერვისების მისაღებად უწევდათ, რომ გაეყიდათ საცხოვრებელი სახლები. 10 წლის შედეგებს თუ შევაჯამებთ, ჩვენ დაახლოებით, 7 მილიარდ ლარამდე გვაქვს დახარჯული და ამ ხნის განმავლობაში ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა სამედიცინო სევისების ხარისხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტაციონარული დაწესებულებებისთვის, ახალი სანებართვო პირობები დამტკიცდა.

„რაც შეეხება გამოწვევებს. მთავარი გამოწვევა ხარისხია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და მაღალ სტანდარტებსაც ვამკვიდრებთ. 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება. 2013 წლამდე კი სტანდარტები უბრალოდ არ არსებობდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner