24 მარტს, რუმინეთში უკრაინული კომპანია „როშენის“ სატვირთო ავტომობილი ავტომობილი დააკავეს, რომელშიც კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ცნობით, მძღოლი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიარა უკრაინული მხარის საბაჟო კონტროლი სატვირთომ.