"სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.
„ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, საკითხი, რომელიც იდეაში უნდა დაგვეხმაროს, რათა პოლარიზაცია ქვეყანაში შევამციროთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქციეს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ანუ, მათ ის კი არ დაინახეს, რომ ეს არის დეპოლარიზაციის საშუალება, არამედ პირიქით, ევროკავშირში ინტეგრაცია, კონკრეტულად კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის, ინსტრუმენტად იქცა მათ ხელში. ხედავენ რესურს, რომ თუ ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს შეიძლება მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი იყოს, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ევროკავშირში ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.