"ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,"- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„დღეს ჩვენ რაც გვაქვს, არის პერსპექტივა და გვჭირდება არა მხოლოდ სტატუსი, გვჭირდება მოლაპარაკებების დაწყება და კონკრეტული გზამკვლევი, როგორ მივდივართ ევროკავშირის წევრობამდე. რაც შეეხება 12 რეკომენდაციას და ზოგადად იმ პროცესს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობდა ამ რეკომენდაციების შესრულების კუთხით: პირველივე დღიდან დავაანონსეთ და შევქმენით სამუშაო ჯგუფები პარლამენტში. იმ დღიდან დაწყებული დღემდე ოპოზიციის ნაწილი 12 რეკომენდაციას უგულებელყოფს. ისინი თავიდანვე გაემიჯნნენ ამ პროცესს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.