საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის პროექტით ტელეეთერს უბრუნდება. პროექტის პირველი გადაცემა დღეს, 12:00 საათზე, აჭარიდან პირდაპირ ეთერში გავა. გადაცემის თანაწამყვანები იქნებიან ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე. გადაცემა პირდაპირ ეთერში კვირაში ერთხელ გავა.
როგორც მიშა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ეს არ იქნება ბიძინა ივანიშვილის გადაცემა, ეს იქნება წინასაარჩევნო პროექტი, რომელშიც მონაწილეობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გავალთ ეთერში, გადაცემაში მოვიწვევთ ადგილობრივ ჟურნალისტებსაც და მათ საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები. დასკვნითი გადაცემა თბილისიდან იქნება", - განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.