logo_geo
eng_logo
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ
- +

2 აპრილი. 2023. 14:00

 

 

საქართველო და დანიის სამეფო თავდაცვის სფეროში პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან. დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით აძლიერებენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIBS) და დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.

 

თანამშრომლობა ასევე მოიცავს კვლევების ჩატარებასა და აკადემიური პროგრამებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მხრიდან დოკუმენტს ხელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, დანიის თავდაცვის სამეფო კოლეჯის მხრიდან კი, ომისა და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ნილს პოლსენმა მოაწერეს.

 

NATO-ს მიერ აკრედიტებული რეგიონში ერთადერთი სასწავლო დაწესებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა დაწესებულებასთან აქტიურად თანამშრომლობს. პარტნიორებმა სკოლას განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი პრაქტიკული და მატერიალური დახმარება გაუწიეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner