logo_geo
eng_logo
ნანა შაშიაშვილი: ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის ღონისძიებებით სამართალდარღვევის 404 ფაქტი დაფიქსირდა
- +

1 სექტემბერი. 2016. 11:13



რეგულირების სააგენტოს  ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის განცხადებით, 2016 წელს ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის ღონისძიებებით  გამოვლენილი სამართალდარღვევის 404 ფაქტი დაფიქსირდა. 


„წელს ფარმაცევტულ ბაზარზე კონტროლის ღონისძიებებით გვაქვს გამოვლენილი სამართალდარღვევის 404 ფაქტი, მათ შორის 93 შემთხვევაში  ეს უკავშირდება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის წესების დარღვევას, 131 შემთხვევაში - მეორე ჯგუფის დარღვევას.  სამართალდაღვევის ფაქტები დაფიქსირებულია როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებშიც. გასულ წელს მთლიანად ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენს მიერ დაფიქსირდა  დარღვევის 398 ფაქტი,  მათ შორის 116 შემთხვევა უკავშირდებოდა სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის წესების დარღვევას.  220 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის წესების დარღვევას. ინსპექტირების ღონისძიების შედეგად   2015 წელს ნებართვა გაუუქმდა 14 აფთიაქს", - განაცხადა ნანა შაშიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner