იტალიის „სერია ა-ს“ 28-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
„ნაპოლისა“ და „სერია ა-ს“ საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენი მატჩს. ტრავმის გამო გამოტოვებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამ მომენტისთვის „ნაპოლი“ 71 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, „მილანი“ კი 48 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.