logo_geo
eng_logo
აშშ-ში ტორნადოების შედეგად ათობით ადამიანი გარდაიცვალა
- +

2 აპრილი. 2023. 20:10

 

 

აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში ტორნადოებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთსა და შუა დასავლეთში მძვინვარებდა. 31 მარტის შემდეგ ამ რეგიონებში 80-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა.

 

დაინგრა სახლები, დაზიანდა ენერგოგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner