აშშ-ში ბოლო დღეების განმავლობაში ტორნადოებს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის სამხრეთსა და შუა დასავლეთში მძვინვარებდა. 31 მარტის შემდეგ ამ რეგიონებში 80-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა.
დაინგრა სახლები, დაზიანდა ენერგოგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.