logo_geo
eng_logo
ქუთაისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
- +

2 აპრილი. 2023. 20:27

 

 

ქუთაისში ქალს ქმარმა ცივი იარაღით 17 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეზობლებმა იპოვეს. ახალგაზრდა ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

მომხდარზე გამოძიებამ სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner