logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ
- +

2 აპრილი. 2023. 20:59

 

თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ დაზიანებაში რადიკალებს ადანაშაულებს.

მათ ინტერესებშია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ პირდაპირ აქვთ გათვლა იმაზე, რომ დეკემბერში ევროკავშირი ისევ მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ეს უნდა გამოიყენონ, მათი გათვლებით, ვითარების არევისთვის, ხელისუფლების შეცვლისთვის. აქედან გამომდინარე, ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან არა იმაზე, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ პირიქით, იმაზე რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაზეც ჰქონიათ რომ დაიწერენ პოლიტიკურ ქულებს და მიაღწევენ სასურველ შედეგს, რაც მათთვის არის ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ამ გეგმებს არ უწერია აღსრულება. ნებისმიერი მათი გათვლა წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - განახადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არა ხელისუფლებას და ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის ბინძური სპეკულაცია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner