logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე რადიკალებზე: მათ პირდაპირ თქვეს - არა „თუ“, არამედ, როდესაც „არ“ მიიღებს საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობა - იგივეს ამბობდნენ ბაკურიანში შარშანაც
- +

2 აპრილი. 2023. 21:35

 

 

ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ხელისუფლებას, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას - ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მტკიცებით ფორმაში აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს დეკემბერში ვერ მიიღებს და ამის შემდეგ შეეცდებიან ხელისუფლების შეცვლას.

 

მისივე თქმით, თუ ევროკავშირს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება და ვითარების დასტაბილურება სურს, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

 

„პირდაპირ თქვეს რომ: არა თუ, არამედ როდესაც არ მიიღებს საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. იგივეს ამბობდნენ ისინი ბაკურიანში შარშანაც, ივნისში - როცა არ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, უნდა შევეცადოთ ხელისუფლების ცვლილებას - მაშინ ჩაუვარდათ ეს გეგმა, ახლაც, რა თქმა უნდა, ჩაუვარდებათ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას - ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ევროკავშირს თუ სურს, საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner