„იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 2 წლის წინ ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მაშინ ბექა გრიგორიადისი საკუთარმა შვილმა ცივი იარაღით დაჭრა. მამის ჩვენება ერთხელ უკვე ნასამართლევი გრიგორიადისის საქმეში დევს.
„ჯერ ერთ, შემდეგ მეორე დუნდულზე ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, ჩემს შვილს, ლაზარე გრიგორიადისს, მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო. ჩემი ძმა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, დაგჭრაო? მე ხელი მოვისვი ორივე დუნდულზე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. ამ დროს ლაზარესთან მივიდა ჩემი ძმა და დაიჭირა, რათა არ მოსულიყო ჩემთან ახლოს. მე ძალიან დავიბენი, ვინაიდან ჩემთვის ჩემი შვილის საქციელი იყო აბსოლუტური მოულოდნელობა“, - აღნიშნულია მამის ჩვენებაში.
პოლიციაზე თავდასხმისთვისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას ხვალ მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები ნახეთ „იმედის კვირაში“.