„პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა შიდა მოხმარებისთვის და მმართველი გუნდის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში აბსოლუტურად ტენდენციური და ბრალდებებით სავსე იყო, რითაც მან მხოლოდ დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერა გამოხატა.
„მისი მხრიდან გაჟღერდა შიდა მოხმარებისთვის და მმართველი გუნდის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის. ამიტომ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ მისი პრეზიდენტად წარდგენა და მხარდაჭერა მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომა იყო და სამწუხაროა, რომ ასეთი შეცდომა ჩვენ მეორედ დავუშვით“, - განაცხადა ხუნდაძემ.