ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც „ნაპოლი“ „მილანს“ მასპინძლობს.
შეხვედრის დაწყებამდე ფაჩულიამ CBS Sports Golazo-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის ყოლა.
„აქ სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, ჩემი ქართველი სუპერვარსკვლავის მხარდასაჭერად. ის მთელს ქვეყანასა და ერს წარმოადგენს. ეს ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის. საოცარი სანახავია, რომ ქვეყანას წარმოადგენს ასეთი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელიც ბავშვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ძალიან მეამაყება. სტადიონზე საქართველოს ძალიან ბევრ დროშას ვხედავ. ჩემს ცოლს ვეხუმრე - მგონი ნახევარი საქართველო აქ არის“, - განაცხადა ფაჩულიამ.
მასთან ერთად ეთერში ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და ჯანფრანკო ძოლაც საუბრობდა.