logo_geo
eng_logo
ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან იჩქარეს პატრიარქის წერილის შეფასება, რადგანაც ცოტა ხანში მას მოჰყვა გაეროს შეფასება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტაძრებში ჩხრეკები დისკრიმინაციულია
- +

3 აპრილი. 2023. 00:03

 

 

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა კრიტიკას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილის მიმართ, რომელიც ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მისწერა. ამ თემაზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„ეს არის წერილი, რომელშიც არის მოწოდება მშვიდობისკენ და ნებისმიერი დაძაბულობა ეკლესიაში გაზიარებულია მტკივნეულად. ჩვენს მრევლსა და ქრისტიანებს თანავუგრძნობ ყველგან. რა თქმა უნდა, ვალდებულიც იყო ეკლესიის მეთაური, გამოეჩინა ნება იმისა, რომ მშვიდობით გადაწყვეტილიყო ეს სიტუაცია. იჩქარეს ძალიან პატრიარქის წერილის შეფასება, რადგანაც ცოტა ხანში მოჰყვა გაეროს შეფასება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტაძრებში ჩხრეკები დისკრიმინაციულია.

 

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი გამოეხმაურა ამას. ის ამბობს: „რაც დღეს ხდება, არის ეკლესიის დიდი დამონებისა და დევნის გამოხატულება“. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო გამოეხმაურა წუხილით. სერბეთის პატრიარქს ჰქონდა ძალიან მძაფრი შეფასებები. ზეწოლა, ძალადობა, დევნა, არაფორმალური ინკვიზიციის სტატუსი, ტერორი - ასეთი სიტყვები გამოიყენა. პატრიარქის წერილი ამასთან შედარებით იყო სითბოთი სავსე. მაშინ, როდესაც სხვა ეკლესიების მეთაურები ასეთ მძაფრ განცხადებებს აკეთებენ, მაინც და მაინც შენს ეკლესიას უნდა მოუძებნო ის, რითაც დაამძიმებ თემას?!“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა სამონასტრო კომპლექსიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ და ლავრის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner