logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა პოლიტიკური ბოიკოტს, არამედ ეს იყო პოლიტიკური დივერსია, რათა პოლარიზაციის კუთხით ქვეყანაში პრობლემა ყოფილიყო
- +

3 აპრილი. 2023. 01:04

 

 

“რადიკალური ოპოზიციის მიერ ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ ეს იყო პოლიტიკური დივერსია, რათა პოლარიზაციის კუთხით ქვეყანაში პრობლემა ყოფილიყო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან 12 პუნქტის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებსა და რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ბოიკოტზე ისაუბრა.

 

„როცა პარლამენტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, პირველივე დღიდან ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა ამაზე მე ვამბობ-ხოლმე, რომ ეს არის არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ ეს იყო პოლიტიკური დივერსია, რათა პოლარიზაციის კუთხით ყოფილიყო პრობლემა. პირიქით, მათ გაამწვავეს - რადიკალიზაციით პოლარიზაციის ვიზუალი შექმნეს. რადიკალიზაცია იყო და თუ ეს ვინმეს არ ახსოვს, შემიძლია გავახსენო. მაგალითად, იმ ხანად, ხაბეიშვილის განცხადება-ანონსი ცხელი შემოდგომის შესახებ. ასევე, ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც არასამთავრობო კი არა, ლამის, პოლიტიკური ორგანიზაციები არიან, ხალხს 3 ივლისს აქციებზე რომ ეპატიჟებოდნენ, ხომ იყო „ნაციონალურ მოძრაობის“ მართული პროცესი. მოკლედ, ევროპეიზაცია დღეს, ისე, როგორც არასდროს, საჭიროებს კონკრეტული საქმეების კეთებას - ის, რაც არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული აქტივობები და 12 პუნქტით გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner