logo_geo
eng_logo
თბილისში, ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით სხვა ადგილებზე გაჩერდება
- +

3 აპრილი. 2023. 12:02

 

 

ზურაბ ჟვანიას მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებების ადგილმდებარეობა დროებით შეიცვალა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირიდან ზურაბ ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი – პეკინის გამზირისა და კანდელაკის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ჟიული შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სიმონ კანდელაკის ქუჩა N5-თან, ჟვანიას მოედნის გადაკვეთამდე გაჩერდება.

 

„რაც შეეხება იური გაგარინის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მათთვის გაჩერების ადგილი უცვლელი რჩება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner