„როდის დაიწყება ხულო-ადიგენის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ბათუმი-ახალციხის ავტობანის მშენებლობა?" - აღნიშნული შეკითხვა საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ბათუმში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა.
„ინფრასტრუქტურა არის ყველაფრის საფუძველი და პირველ რიგში სწრაფი ბიზნესის წარმოების. მე მთავრობის წევრი არ გახლავართ და ზუსტ პასუხს ვერ მოგცემთ, თუმცა, მე მომისმენია კვირიკაშვილის გამოსვლა, ძალიან ამბიციური გეგმა აქვს ჩვენს პრემიერს, რომ 4 წელიწადში საქართველოში უნდა დარულდეს ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ძალიან ამბიციური განაცხადია, ჩემი აზრით და არ იქნება ადვილი შესასრულებელი, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილი ჰაერზე სიტყვებს არ ისვრის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.