logo_geo
eng_logo
ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება
- +

3 აპრილი. 2023. 20:02

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით.

ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.

კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner