საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებს აღმოსავლეთ სარდლობის ახალი სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე წარუდგინა. ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 წელია მსახურობს; სწავლობდა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტზე, გავლილი აქვს ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო კურსები, მათ შორის, გენერალური შტაბის კურსი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
პოლკოვნიკ ტაბატაძეს მიღებული აქვს მედლები - "გენერალი მაზნიაშვილი" და "სამშობლოსათვის თავდადებული", ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.
სამხედრო კარიერის განმავლობაში მან სხვადასხვა ეტაპი გაიარა. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური, ბოლო პერიოდში კი გენერალურ შტაბში ჟ-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.