logo_geo
eng_logo
ავარიის დროს დაშავებული ჩოგბურთელის სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

1 სექტემბერი. 2016. 12:27


ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე მეტრეველის განცხადებით, ჩოგბურთელ სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება,


მისი თქმით, სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.



სანდროს მოტეხილობები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.



30 აგვისტოს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.



სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტომობილს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველი მართავდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner