უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება, ხოლო მტერი ძალას კარგავს.
„მე შევხვდი ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც გაანადგურეს „ვაგნერელთა“ და რუსი მედესანტეების უძლეველობის მითი. მტერი სუსტდება და ცდილობს დაფაროს თავისი წარუმატებლობა ბახმუტის აღების შესახებ უფრო და უფრო მეტი ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მუშაობა უარყოფს რუსი პროპაგანდისტების ყველა ძალისხმევას. ჩვენ მათ დავძლევთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწაა. ბახმუტი კი უკრაინაა“, - ხაზგასმით აღნიშნა სირსკიმ.