logo_geo
eng_logo
ზელენსკი კონტრშეტევაზე: რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გავანადგურებთ
- +

4 აპრილი. 2023. 01:24

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება.

„კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთიდან ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო დატოვონ [ოკუპირებული ტერიტორიები], წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner