უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება.
„კონკრეტულ საკითხებზე არ ვისაუბრებ, რადგან რუსეთიდან ტერორისტებს ვერ მივცემთ საშუალებას მოემზადონ ჩვენი მეთოდებისა და დეოკუპაციის ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო დატოვონ [ოკუპირებული ტერიტორიები], წინააღმდეგ შემთხვევაში გავანადგურებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.