"აქციების უკან ვხედავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, ლაჩრებს და მშიშრებს. არაერთხელ გვინახავს, როცა ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, თავად გვერდზე გადგნენ და პასუხისმგებლობა მათზე წავიდა, "- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება, რომ ახალგაზრდებს უბიძგეს, ძალადობაში გადაეყვანათ თავისუფალი გამოხატვის უფლებები, მნიშვნელობა არ აქვს, ვინც იქნება, პასუხისგებაში იქნება მიცემული“, - აღნიშნა ზარქუამ.