logo_geo
eng_logo
UNICEF: მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა
- +

4 აპრილი. 2023. 00:48

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ხოლო თითქმის 1 000 - დაშავდა.

„კიდევ ერთი ტრაგიკული ეტაპი უკრაინის ბავშვებისა და ოჯახებისთვის. 2022 წლის თებერვალში ომის ესკალაციის შემდეგ, სულ მცირე 501 ბავშვი დაიღუპა. ეს მხოლოდ გაეროს მიერ გადამოწმებული მაჩვენებელია. რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია და დაზარალებული ოჯახების დანაკარგი წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, კეტრინ რასელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner