"მიხეილ სააკაშვილი წელიწადზე მეტია, რაც თვითდაზიანების რეჟიმშია და სპეკულირებს იმით, რომ გახადა, ვერ ჭამს. თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს. მარტივი ამბავია. პირადად მე ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი, ჩვენმა თანაგუნდელებმაც და არც ერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე. თუ ვერ ჭამს, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რასაც მას სთავაზობენ," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ აგრძელებს თვითდაზიანებას.
„სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და უბრალოდ ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან ის ადამიანები, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს. სიუჟეტი ვნახე ერთ-ერთ არხზე, რომ სააკაშვილის დედა აჩვენებდა საკვებს, იქვე ჩანდა, რა კალორაჟის იყო, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გამაოგნებელი. დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.