როგორც ჩანს, დეპოლარიზაცია მას ესმის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლად, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ვიოლა ფონ კრამონის მისვლას.
„კარგი ილუსტრაციაც არის, რამდენად ობიექტურია ეს ადამიანი იმ შეფასებებში, რასაც ის აკეთებს. როგორც ჩანს, დეპოლარიზაცია მას ესმის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლად და როგორც ჩანს დეპოლარიზაცია მისთვის ნიშნავს ოპოზიციური ჯგუფების მიერ სავარაუდოდ გამოყენებული პირების მიერ პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას“, - აცხადებს ოხანაშვილი.