logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ ხდებოდეს რაიმე სახის მოქმედების იძულება
- +

3 აპრილი. 2023. 22:39

"მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში პატიმრის მიმართ ხდებოდეს რაიმე სახის მოქმედების იძულება," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჯერ უნდა გავარკვიოთ რა არის სიმართლე, და ამაზე იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად გიპასუხებთ. ჩემი პასუხია - მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში, რომელიმე პატიმრის მიმართ ხდებოდეს რაიმე სახის მოქმედების იძულება. ეს მიმაჩნია წარმოუდგენლად და გამორიცხულად. არ მჯერა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ რამე მოხდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს ნების საწინააღმდეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner