logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე კეზერაშვილის ინტერვიუზე: ერთ მხარეს ვნახეთ ნაჟურნალისტარი თარგამაძე, რომლის წარსული დიდი ღალატის ფორმულაა და მეორე მხარეს ნამინისტრალი კრიმინალი
- +

4 აპრილი. 2023. 12:49

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტ გიორგი თარგამაძესთან ამავე არხის დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. „ფორმულას“ ეთერში, დამფინანსებელს და დაფინანსებულს კრიმინალის გაკეთილშობილების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნული ეთერი იყო ფარსი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

 

ერთ მხარეს ვნახეთ ნაჟურნალისტარი თარგამაძე, რომლის წარსული დიდი ღალატის ფორმულაა, მეორე მხარეს კი ნამინისტრალი კრიმინალი იჯდა, რომლის წარსული ასევე ღალატის ერთი დიდი ისტორიაა. რომელმაც სამშობლოს და ჯარს უღალატა.

 

არ ვიცი ინტერვიუ ვინ დაგეგმა, მაგრამ ფაქტია ის არასწორად დაიგეგმა, დასაწყისში კეზერაშვილმა აღნიშნა რომ ესაუბრებით, ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენს და ა.შ. მაგრამ არამც და არამც პოლიტიკოსსო.

 

რამდენიმე წუთში კი საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის რამდენიმე ფაქტი დაასახელა. ან პოლიტიკოსის განმარტება არ იცის, ან მისი პიარი კვალიფიკაციის პრობლემას განიცდის.

 

კიდევ ერთი საკითხი ბიზნესის დათმობას შეეხება, კეზერას „ქართული ოცნებისთვის“, ბიზნესის რეკეტის დაბრალების უბადრუკი მცდელობა ჰქონდა, მის ბრალდებებს სერიოზულად ვერც მიიღებ. გუშინ ერთ საათიანი უნიჭოდ დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ვნახეთ, რომელსაც საზოგადოება არ მიიღებს, რადგან გვახსოვს ისტორია, გვახსოვს იარაღის, ქოლცენტრების და სხვა საქმეები, სადაც კეზერაშვილის ჩართულობას და ბრალეულობას არა მხოლოდ ქართული მხარე, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამტკიცებს.

 

კეზერაშვილმა აღიარა მედიის მართვა, პოლიტიკაში ჩართულობა და ა.შ. რაც უკრაინული და ქართული კანონმდებლობით (რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ) ოლიგარქობას ნიშნავს“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner