logo_geo
eng_logo
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე დაასუფთავეს
- +

4 აპრილი. 2023. 11:45

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყეში დანაგვიანებული ადგილები დაასუფთავეს. ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

 

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია.

 

აღნიშნულ რეკრეაციულ სივრცეში, სამწუხაროდ, მოქალაქეებს უკანონოდ შემოაქვთ ნარჩენები. დამონტაჟებული იყო ფოტოხაფანგები და თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევი პირები არაერთხელ დააჯარიმა. ფოტოხაფანგები მოიპარეს, ამიტომ ხელახლა დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება. მოწყობილია ე.წ. შლაგბაუმებიც, თუმცა საკეტებს აზიანებენ და მანქანებით სამშენებლო ნარჩენი, ასევე, მეორადი საბურავები მაინც შემოაქვთ. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს და ნუ დავანაგვიანებთ გარემოს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

 

პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50, ისე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner