თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გუშინ მერიაში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მის მიერ გამოცხადებული ათდღიანი მორატორიუმი გაგრძელდება.
„მინდა, დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ხეების მოჭრას. აქ არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა, რაც ისედაც აუცილებელია და ამაზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას გუშინ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია. პროფესიული წრეები მაქსიმალურად არიან ამ პროცესში ჩართული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ხეების მოჭრაზე მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი რეგულაციები არ შემუშავდება, რომელიც განსხვავებული ფორმით დაარეგულირებს ქალაქში ურბანული განვითარების კონტექსტში ხეების ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.