logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტის შესახებ: ძალიან დადებითად იქნა შეფასებული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს უკვე აქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით
- +

4 აპრილი. 2023. 12:53

 

 

ძალიან დადებითად იქნა შეფასებული  ის პროგრესი, რომელიც  საქართველოს უკვე აქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ეს ეჭვს აღარ იწვევს იმიტომ, რომ ამას ყველა აღნიშნავს. რა თქმა უნდა, არის დარჩენილი რეკომენდაციების ნაწილი და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის ჩვენ დაგვჭირდება 2- 3 თვე, თუმცა ის რომ, პროგრესი სახეზეა ამას ყველა აღიარებს“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტზე საუბრისას.

 

როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო დელეგაციამ, როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისფლების წარმომადგენლებთან გამართულ ოცამდე შეხვედრაზე პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში რეკომენდაციების  შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე, თუ რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას საქართველო.

 

მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვთ გათვიცნობიერებული ჩვენს ირლანდიელ მეგობრებს. ძალიან კარგად ხედავენ თუ რას აკეთებს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ფორუმებზე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, ისე ზოგადად ამ კოალიციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, ირლანდიაში ვიზიტის დროს მოხდა შეთანხმება, რომ  ზაფხულში, საქართველოში გაიმართება ძალიან მაღალი დონის ვიზიტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner