„რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი, „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი, მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, რაშიც რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, იყოს ჩართული, შემდეგი ეტაპი თქვენი გათვლით და გეგმებით არის ის, რომ ამის გამო შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია, ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება,“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კამპანია, რომელსაც მავნებლობის გარდა არაფერი შეიძლება დაერქვას, გრძელდება და ამ კამპანიის შესრულების და აღსრულების პროცესს ვუყურებთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
„გუშინ ვთქვი და დღეს უკვე, ასე მოკლე დროში დადასტურდა, რომ ეს ხალხი პირდაპირ მიყვება გეგმას, რომლის პირველი პუნქტიც არის მოლოდინის აწევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და ერთადერთი, „ქართული ოცნების“ ნება და რეკომენდაციების შესრულებაა გადასაწყვეტი და დანარჩენი უკვე გამზადებულის ყველაფერი და კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და რომ არა ქართული ოცნება“ ეს უკვე დამთავრებული ამბავი იქნებოდა, არადა, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ უსამართლობა იყო ის საფუძველი, რის გამოც კანდიდატის სტატუსი უკვე წარსულში, დღევანდელი გადასახედიდან ვერ მიიღო არა „ქართულმა ოცნებამ“, არამედ ჩვენმა ქვეყანამ და ეს თავად ევროკავშირმა კრიტერიუმების გამოქვეყნებით აღიარა.
ამ გეგმის მეორე ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის არმიღება, რაშიც ეს ხალხი, მაქსიმალურად ცდილობს, იყოს ჩართული, შემდეგი ეტაპი არის ის, რომ არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ამის შემდეგი ეტაპი თქვენი გათვლით და თქვენი გეგმებით არის ის, რომ ამის გამო შეიქმნას ემოციური ფონი, აადუღოთ სიტუაცია, ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია და შეცვალოთ ხელისუფლება. ამიტომ, თქვენ ვერავინ დაგიჯერებთ და არავინ დაგიჯერებთ, რომ თქვენ გინდათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას თქვენი განცხადებები, თქვენი იდეოლოგების, თქვენი აქტივისტების, თქვენი ლიდერების განცხადებები მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს.
თუ ვერ მივიღებთო კი არა, რომ ვერ მივიღებთ სტატუსს როგორ უნდა იმოქმედოთ, სამოქმედო გეგმებზე საუბრობთ. და ამისი ბოლო, თქვენ რომ ასე დამცინავად ლაპარაკობთ ხოლმე, არის ომი და არეულობა ამ ქვეყანაში, მეორე ფრონტად ქცევა და დიახ, უკრაინიზაცია, რომ ეს ქვეყანაც გახდეს ფიზიკური შეტევის ობიექტი ოკუპანტის მხრიდან. ამის ხელშეწყობას აქვს თქვენი მხრიდან ადგილი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.