logo_geo
eng_logo
გიორგი თოთლაძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ
- +

1 სექტემბერი. 2016. 12:43



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს.


ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე  სოფლებს -  შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობას  სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.


„მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში",- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.


კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფლების- მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.


„იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი  ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდმა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო",-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.  

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner