„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად განაგრძობენ შეხვედრებს.
ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე სოფლებს - შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.
„მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში",- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.
კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფლების- მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.
„იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდმა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო",-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.