ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ სათავო ოფისში რეიდი ჩაატარა. ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა.
„ბელგიელმა პოლიციელებმა ჩაატარეს რეიდი პარტიის ოფისის პირველ და მესამე სართულებზე“, - აცხადებს გამოცემის წყარო. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ წაიღო კომპიუტერები.
საქმე ეხება ფინანსურ თაღლითობას, რომელშიც სავარაუდოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ პერსონალი ფიგურირებს.