logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, სულისკვეთების გაზიარება, ეს არის ისტორიული განაჩენი, ხოლო „მოდელირებული ქრონიკა“ და სიცრუის ტირაჟირება - თქვენი ცხოვრების სტილი
- +

4 აპრილი. 2023. 16:35

 

 

ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, სულისკვეთების გაზიარება, ეს არის სამწუხაროდ, ისტორიული განაჩენი, ხოლო „მოდელირებული ქრონიკა“ და სიცრუის ტირაჟირება, ეს არის თქვენი ცხოვრების სტილი, რომელიც კარგად გვახსოვს“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს  ზურგში დანა ჩაარტყას საქართველოს და არა „ქართულ ოცნებას“, რომ ყველაფერი გააკეთოს ქართული ევროპული გზის მოშლისთვის.

 

ვფიქრობ, სწორედ რუსული ნარატივია, რუსული პროპაგანდის მეთოდებია, როდესაც ჩვენი ოპოზიცია ხედავს, რომ გზა, რომელსაც ევროკავშირამდე მივყავართ უფრო და უფრო ღია ხდება, სწორედ ამ მომენტში იწყებენ მასიური პოლიტიკური ტურბულენტურების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რა ჰქვია ამას თუ არა ქვეყნის ღალატი?!“ - აღნიშნა მაია ბითაძე.

 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ისტორია სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით  გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს შემოინახავს.

 

ისტორია იცით რას შეაფასებს? იმას, რომ 2014 წელს სწორედ „ქართულ ოცნება“ იყო ვინც რატიფიცირება გაუკეთა ასოცირების ხელშეკრულებას, სწორედ „ქართული ოცნება“ იყო რომელმაც გახსნა ინვესტიციები ევროკავშირიდან და დღეს, ევროკავშირი არის ყველაზე მზარდი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს საქართველოში. სწორედ „ქართული ოცნება“ იყო, ვინც განაცხადი გააკეთა ასოცირებაზე და „ქართული ოცნებაა“ ვინც ასრულებს ყველა  ვალდებულებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner