logo_geo
eng_logo
ბლინკენი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაამტკიცონ ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადი
- +

5 აპრილი. 2023. 00:55

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაამტკიცონ ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადი.

„თურქეთსa და უნგრეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ შვედეთის [ალიანსში] გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება, რათა ჩვენ მივესალმოთ შვედეთს ატლანტიკურ ალიანსში რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაწევრიანების შეახებ განაცხადი ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს გადასცა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი წარადგინეს დოკუმენტები, რომლებიც მათ თანხმობას ადასტურებს. ამ მომენტიდან ფინეთი ორგანიზაციის წევრად ითვლება.

ფინეთი ათწლეულების განმავლობაში არ გეგმავდა ნატოში გაწევრიანებას. ჰელსინკიში ეს გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner