საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის ახალ პროექტში - „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში, საშუალოდ, 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
„თუ ოდესღაც, საქართველოს მასშტაბით, 95 დეპუტატი ვთქვი, დღეს დავუმატებ და ვიტყვი, რომ საშუალოდ, 100 კაცი იქნება. ვერ წარმომიდგენია პარლამენტში, „ქართული ოცნებიდან" 90 დეპუტატზე ნაკლები შევიდეს. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90 დეპუტატი, ვიდრე 115",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.