logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ახლა მთავარია სააკაშვილს ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია
- +

4 აპრილი. 2023. 21:08

ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერებმა ექსპრეზიდენტს თვითდესტრუქციის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდონ.

„მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის თვითდაზიანება, რომელსაც ის ეწევა. რომ მიიღოს შესაბამისი დანიშნულებით უზრუნველყოფილი როგორც საკვები, ასევე სამედიცინო დახმარება, მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. ახლა მთავარია ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner