HBO თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის - „სამეფო კარის თამაშების“ გადაღებას გეგმავს. ამის შესახებ Variety წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტი ეიგონ ტარგარიენის მიერ ვესტეროსის დაპყრობის შესახებ მოგვითხრობს. HBO და სტუდია Warner Bros. ჯერ ეიგონის შესახებ ფილმის გადაღების და შემდეგ მისი ისტორიის სერიალში გაგრძელების ვარიანტს განიხილავენ.
პროექტი ჯერ კიდევ განხილვის ფაზაშია, ამიტომ მას არ ჰყავს სცენარისტი და რეჟისორი.
„სამეფო კარის თამაშების“ პრემიერა 2011 წლის აპრილში შედგა. ფენტეზის ჟანრში გადაღებული სერიალის სიუჟეტი მწერალ ჯორჯ მარტინის რომანების ციკლზე „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ არის დაფუძნებული. მოქმედება გამოგონილ სამყარო ვესტეროსში ვითარდება, რომელიც შუა საუკუნეების ევროპას ჰგავს.
„სამეფო კარის თამაშებმა“ კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან არაერთი დადებით შეფასება დაიმსახურა და მრავალი ჯილდოს მფლობელი გახდა. არაერთმა გამოცემამ ის 2010-იანების მთავარ სერიალადაც დაასახელა.
2022 წელს ეკრანებზე შოუს პრიქველი „დრაკონის სახლი“ გამოვიდა.