ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა დღეს საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს.
„მოხარული ვარ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დღეს 82 ოზურგეთელი წარჩინებული მოსწავლე, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად დავაჯილდოვეთ.
ეს არის ძალიან პოზიტიური პროგრამა, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ასევე, თითოეული მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომის შედეგია, რომ ჩვენ დღეს, არაერთი წარმატებული მოსწავლე გვყავს.
ვუსურვებ წინსვლას და წარმატებებს ახალ თაობას!“ - აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.