„არის მასში რაღაც „კაგებეშნიკური“, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას იმ განცხადებას, რომლითაც „დროას“ ლიდერმა ყველა იმ ადამიანის სიის შედგენის და პასუხისგების პირობა დადო, ვინც, მისი თქმით, ლაზარე გრიგორიადისის ღირსების შელახვას ცდილობს.
როგორც ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, ხოშტარიას ბოლშევიკების და ნაცისტების მავნე ტრადიციის გაგრძელებაში თანამოაზრეებიც ჰყავს. ანჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოება მალე მსგავსი სახის განცხადებებს და ქმედებებს აღარ მოითმენს.
„არის მასში რაღაც „კაგებეშნიკური“, ნაცისტურიც, ბოლშევიკურიც, სიების შედგენა და მის მიხედვით ხალხის დევნა და ლიკვიდაცია, ხომ იმათი ტვინის ნაჟური და მათი ხელობა იყო.
გააგრძელა მავნე ტრადიცია ხოშტარიამ და გგონიათ მარტოა? კიდევ ბევრი გვყავს ასეთები.
ჩვენი დიდსულოვანი ქართული საზოგადოება ჯერ დათმენის უნარს ავლენს ამ შემადგენლობის მიმართ, მაგრამ გუმანი მეუბნება, რომ ამ დათმენის ფიალა ივსება.
აი, მერე რა მოხდება...“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.