დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.
„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს - „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე - ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? - პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი[ტრამპის საქმის პროკურორი]“, - განაცხადა ბოლტონმა.