ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონური გაზეთის, „Rzeczpospolita“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი კვლავ რუსული საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლონეთი რუსული საწვავის იმპორტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რუსულმა მედიამ აიტაცა.
„მეჯავრებიან ციციკორე ფლიდები. პოლონეთი რჩება რუსული საწვავის უმსხვილეს იმპორტიორად, წერს „Rzeczpospolita“. ცხადია, ეს სკანდალური ინფორმაცია აიტაცა რუსულმა მედიამ. ცნობისთვის, „Rzeczpospolita“ გასულ საუკუნეში დააარსეს პოლონელმა კონსერვატორებმა“, - წერს გია აბაშიძე.