ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად დღეს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდა.
მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მუზეუმში შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ და სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი - ადგილი, სადაც ძალიან საინტერესო ექსპონატების ფონდი და უნიკალური ნივთები ინახება - კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ყველას გვეამაყება. შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და ახლა, საჭიროებს საგამოფენოდ შიდა სივრცეების პროექტირებასა და მოწყობას.
დღეს პოზიტიური შეხვედრა შედგა სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლებთან. გავეცანით შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე.
წარმატებებს ვუსურვებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების თანამშრომლებს და მის ხელმძღვანელს!“ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა.