პარიზში, ასოციაცია ფრანგულმა რენესანსმა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და „სილქნეტის“ ორგანიზებით, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში პოეტ დათო მაღრაძეს და მისი პოემის „ბარაქიანი მიწის“ ფრანგულ ვერსიას უმასპინძლა.
წიგნის განხილვაში მონაწილეობდნენ: „ზღვისიქითა აკადემიის“ პრეზიდენტი როლან პურტიე, ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ვიცე-პრეზიდენტი მიშელ ლებონი, ფრანგი პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი, გამომცემლობა „Edition Du Cygne“-ს რედაქტორ-გამომცემელი პატრის კანოსე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი.
ფრანგმა მსახიობმა ალან რიბერამ და დათო მაღრაძემ აუდიტორიას ფრანგულ- ქართული პერფორმანსი შესთავაზეს და „ბარაქიანი მიწიდან“ ფრაგმენტები წაიკითხეს.